ჩვენ შესახებ
„CORDEX“ ათეული წელია ფუნქციონირებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 2014 წლიდან ოპერირებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან წამყვანი მწარმოებლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და სხვა.
ჩვენი პორტფელი შეიცავს 50-ზე მეტ პროდუქტს: სამკურნალო პრეპარატები, საკვები დანამატები, სამედიცინო მოწყობილობები, ჰიგიენის საშუალებები. კომპანიას აქვს სისტემატიური მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებლებთან.
ჩვენი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია სს GEPHA, რომელიც ფლობს საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის 40%-იან წილს – 300-ზე მეტ სააფთიაქო ქსელს საქართველოს მასშტაბით, 30 კლინიკას. ასევე, პარტნიორები არიან PSP და AVERSI, ადგილობრივი ბაზრის ორი უმსხვილესი კომპანია, ფარმაცევტულ და კლინიკურ სეგმენტში.
„CORDEX“ ორიენტირებულია სიახლეებზე, ხარისხზე ინოვაციაზე და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ვინარჩუნებთ სტაბილურობას და ამავე დროს მუდმივად ვიზრდებით ძალიან კონკურენტულ სფეროში. ჩვენი პროდუქტები მოთხოვნადი და გაყიდვადია როგორც საცალო ვაჭრობაში ასევე ჰოსპიტალურ სეგმენტში, ვმონაწილეობთ სახელმწიფო და კერძო ტენდერებში.





