ბრეინ ფორტე/BRAIN FORTE
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავის ტვინის მეტაბოლიზმის
გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: RIOJA NATURE PHARMA
გაცემის რეჟიმი: არა რეცეპტული
შემადგენლობა:
- გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი (Gingko biloba) – 100 მგ;
- კრაზანა (St.jon’s wort)- 100 მგ;
- ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)- 100 მგ;
- გლუტამინი (Glutamine) – 100 მგ;
- ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine) – 50 მგ;
- L-კარნიტინი (L- carnitibe) – 50 მგ;
- ჰუპერზინ-A (Huperzine-A)- 10 მგ;
- α-გლიცერილფოსფორილქოლინი(Alpha GPC) – 5 მგ.
გამოყენების სფერო:
- ქრონიკული ცერებრო – ვასკულარული დარღვევების გაუმჯობესება
(დისცირკულატორული ენცეფალოპათია); - იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციის პერიოდის
ხელშეწყობა; - ნეიროსენსორული დარღვევების გაუმჯობესება (თავბრუსხვევა, ყურებში
შუილი, ჰიპოაკუზია);
ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღების კონცენტრაციის და
მეხსიერების გაუმჯობესება; - პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის, ქვემოკიდურების არტერიო და ვენოპათიების, რეინო სინდრომის სიმპტომების გაუმჯობესება;
- ჰემოფტალმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ბადურაში;
- დიაბეტური და ჰემორაგიული რეტინოპათიების მკურნალობის ხელშეწყობა.
გინგკო ბილობას – ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
(ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ნაერთები)ხელს უწყობენ ნერვული
იმპულსების გატარებას; ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და მეხსიერების
გაუმჯობესებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას ცენტრსა და პერიფერიაზე,
თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.
გინკგო ბილობა არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
კრაზანას – ყვავილების
ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი წითელი პიგმენტი ჰიპერიცინი და
ფლავონოიდი ქვერცეტინი გამოირჩევიან ანტისტრესული,
ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი ზემოქმედებით ორგანიზმზე.
ბაკოპა მონიერი – მცენარეული საშუალება ზრდის ნეირონების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, დასწავლის პროცესებს, ვიზუალური
ინფორმაციის აღქმას და ტრანსფორმაციას.
L-გლუტამინი – ორგანიზმში სინთეზირებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორული ბუნების
ამინომჟავა. ააქტიურებს აგზნების გადაცემას ცნს-ის სინაფსებში, მონაწილეობს
ცილის სინთეზში და თავის ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.
ფოსფატიდილსერინი – უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდი, მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალება,ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას-ნერვული უჯრედების
დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში; ხელს უწყობს ნერვულ უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზმს და ზრდის მათ მდგრადობას იშემიური დაზიანების მიმართ.
L – კარნიტინი – ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით
მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა და უჯრედისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოთავისუფლება ატფ – ის სახით.L –კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.
ჰუპერზინ – A წარმოადგენს აცეტილქოლინესთარაზას (აცეტილქოლინის
დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორს, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას,
აუმჯობესებს მეხსიერებას და დასწავლის პროცესს.
a–გლიცერილფოსფორილქოლინი (გფც) – ნეირომედიატორი აცეტილქოლინის
პრეკურსორი, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში, აუმჯობესებს
ნერვ- კუნთოვან გადაცემას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლის და
მეხსიერების გაუმჯობესების პროცესში
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 -2 კაფსულა დღეში
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას
გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ,
ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უკუჩვენება: კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი კომპანია: RIOJA NATURE PHARMA
შემომტანი: შპს „კორდექსი“






