პარტნიორი აფთიაქები

პსპ
PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან გვთავაზობს ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს. 1996 წელს მსოფლიოს უკვე 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლის მაღალი ხარისხის მედიკამენტის დისტრიბუტორი გახდა. ყოველწლიურად აფართოებს ასორტიმენტს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვლადაკვალ, რითაც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის თანამედროვე მედიკამენტების და პარაფარმავეცტული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.
დამატებით ინფორმაციის სანახავად გადადით კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გეფა
გეფა, ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი კავკასიის რეგიონში, მომხმარებლებს სთავაზობს ასორტიმენტის ინოვაციურ და მრავალფეროვან არჩევანს. შეგხვდებათ, როგორც რეცეპტით და ასევე ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები, ექსკლუზიური ბრენდების ვრცელი სია და სეზონური პროდუქტები. ბაზარზე წამყვანი პოზიციის, გამორჩეული ბიზნეს მოდელისა და მცოდნე მენეჯმენტის გუნდის დამსახურებით გეფა ქმნის უაღრესად მიმზიდველ ბიზნეს ეკოსისტემას.
დამატებით ინფორმაციის სანახავად გადადით კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ავერსი
კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. „ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, მან დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებულია და ფასიც – შედარებით დაბალი.
დამატებით ინფორმაციის სანახავად გადადით კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
