ფეროფოლიქსი

48,25 

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous bisglycinate
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: Rioja Nature Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფეროფოლიქსის შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი Fe – 30 მგ.

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გამჭვირვალე მცენარეული კაფსულა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ბისგლიცინატი არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით და შეუცვლელი სახით გადადის წვრილ ნაწლავში,  სადაც ხდება მისი სწრაფი და სრული ათვისება; მისი ბიოშეღწევადობა 90% – ზე მაღალია  და 3 – 4 -ჯერ აღემატება რკინის მარილების (სულფატი, გლუკონატი და სხვა)ბიოშეღწევადობაზე ამიტომ რკინის ბისგლიცინატი  თერაპიული მოქმედებით  აღემატება რკინის სხვა ფორმების რეკომენდებულ დღიურ დოზას;  არ ბლოკავს სხვა მინერალების და ვიტამინების აბსორბციას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს (არ იწვევს დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, ყაბზობას)

გამოყენების სფერო: რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და სიმპტომების  გაუმჯობესება შემდეგი მდგომარეობის დროს: ორსულობა და ლაქტაცია; ხანგრძლივი ავადობის შემდგომი პერიოდი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; პოსტოპერაციული პერიოდი; ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი; ხანდაზმული ასაკი; ბავშვთა ასაკი

დოზირება და მიღების წესი: 2 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ½ -1 კაფსულა  დღეში. მოზრდილები: 1 -2 კაფსულა  დღეში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 30 კაფსულა გარსიან ბლისტერში

გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Scroll to Top