ბრეიზინი

69,67 

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია:Healtherco
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა#30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: კრაზანა (St.jon’s wort)- 250 მგ;

გლუტამინი (Glutamine) – 150 მგ;

ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine) – 125 მგ;

ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)- 120 მგ;

გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი (Gingko biloba) – 50 მგ;

L-კარნიტინი (L- carnitibe) – 50 მგ;

ჰუპერზინ-A  (Huperzine-A)- 10 მგ;

α-გლიცერილფოსფორილქოლინი(Alpha GPC) – 5მგ.

 

 

 გამოყენების სფერო:

• ქრონიკული ცერებრო – ვასკულარული დარღვევების გაუმჯობესება (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);

• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციის პერიოდის ხელშეწყობა;

• ნეიროსენსორული დარღვევების გაუმჯობესება (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია);

• ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღების კონცენტრაციის  და მეხსიერების გაუმჯობესება;

• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიების, რეინო სინდრომის სიმპტომების გაუმჯობესება;

• ჰემოფტალმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ბადურაში,, დიაბეტური და ჰემორაგიული რეტინოპათიების მკურნალობის ხელშეწყობა.

გინგკო ბილობას – ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ნაერთები)ხელს უწყობენ  ნერვული იმპულსების გატარებას; ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და  მეხსიერების გაუმჯობესებას, არეგულირებენ  სისხლის მიმოქცევას ცენტრსა და პერიფერიაზე, თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას. გინკგო ბილობა არის ძლიერი  ანტიოქსიდანტი. კრაზანას – ყვავილების ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი წითელი პიგმენტი ჰიპერიცინი  და ფლავონოიდი ქვერცეტინი    გამოირჩევიან ანტისტრესული, ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი ზემოქმედებით ორგანიზმზე.  ბაკოპა მონიერი – მცენარეული საშუალება ზრდის  ნეირონების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, დასწავლის პროცესებს, ვიზუალური ინფორმაციის აღქმას და ტრანსფორმაციას. L-გლუტამინი – ორგანიზმში სინთეზირებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორული ბუნების ამინომჟავა. ააქტიურებს აგზნების გადაცემას ცნს-ის სინაფსებში, მონაწილეობს ცილის სინთეზში და თავის ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში. ფოსფატიდილსერინი – უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდი, მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალება,ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას-ნერვული უჯრედების დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში; ხელს უწყობს ნერვულ უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზმს და ზრდის მათ მდგრადობას  იშემიური დაზიანების მიმართ.  L – კარნიტინი – ვიტამინისმაგვარი ნივთიერება,  მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა და უჯრედისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოთავისუფლება ატფ – ის სახით. L -კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას,  როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.

ჰუპერზინ – A  წარმოადგენს აცეტილქოლინესთარაზას (აცეტილქოლინის დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორს, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და დასწავლის პროცესს.  –გლიცერილფოსფორილქოლინი (გფც) – ნეირომედიატორი აცეტილქოლინის პრეკურსორი, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში, აუმჯობესებს ნერვ- კუნთოვან გადაცემას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლის და მეხსიერების გაუმჯობესების პროცესში

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 -2  კაფსულა  დღეში

გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

უკუჩვენება: კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

Scroll to Top