ბრეინ ფორტე

69,66 

ბრეინ ფორტე/BRAIN FORTE
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  თავის ტვინის მეტაბოლიზმის
გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: RIOJA NATURE PHARMA
გაცემის რეჟიმი: არა რეცეპტული

შემადგენლობა:

  • გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი (Gingko biloba) – 100 მგ;
  • კრაზანა (St.jon’s wort)- 100 მგ;
  • ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)- 100 მგ;
  • გლუტამინი (Glutamine) – 100 მგ;
  • ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine) – 50 მგ;
  • L-კარნიტინი (L- carnitibe) – 50 მგ;
  • ჰუპერზინ-A (Huperzine-A)- 10 მგ;
  • α-გლიცერილფოსფორილქოლინი(Alpha GPC) – 5 მგ.

    გამოყენების სფერო:

  •  ქრონიკული ცერებრო – ვასკულარული დარღვევების გაუმჯობესება
    (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);
  •  იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციის პერიოდის
    ხელშეწყობა;
  •  ნეიროსენსორული დარღვევების გაუმჯობესება (თავბრუსხვევა, ყურებში
    შუილი, ჰიპოაკუზია);
    ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღების კონცენტრაციის და
    მეხსიერების გაუმჯობესება;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის, ქვემოკიდურების არტერიო და ვენოპათიების, რეინო სინდრომის სიმპტომების გაუმჯობესება;
  • ჰემოფტალმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ბადურაში;
  • დიაბეტური და ჰემორაგიული რეტინოპათიების მკურნალობის ხელშეწყობა.

გინგკო ბილობას – ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
(ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ნაერთები)ხელს უწყობენ ნერვული
იმპულსების გატარებას; ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და მეხსიერების
გაუმჯობესებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას ცენტრსა და პერიფერიაზე,
თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.
გინკგო ბილობა არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.

კრაზანას – ყვავილების
ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი წითელი პიგმენტი ჰიპერიცინი და
ფლავონოიდი ქვერცეტინი გამოირჩევიან ანტისტრესული,
ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი ზემოქმედებით ორგანიზმზე.

ბაკოპა მონიერი – მცენარეული საშუალება ზრდის ნეირონების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, დასწავლის პროცესებს, ვიზუალური
ინფორმაციის აღქმას და ტრანსფორმაციას.

L-გლუტამინი – ორგანიზმში სინთეზირებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორული ბუნების
ამინომჟავა. ააქტიურებს აგზნების გადაცემას ცნს-ის სინაფსებში, მონაწილეობს
ცილის სინთეზში და თავის ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.

ფოსფატიდილსერინი – უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდი, მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალება,ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას-ნერვული უჯრედების
დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში; ხელს უწყობს ნერვულ უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზმს და ზრდის მათ მდგრადობას იშემიური დაზიანების მიმართ.

L – კარნიტინი – ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით
მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა და უჯრედისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოთავისუფლება ატფ – ის სახით.L –კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.

ჰუპერზინ – A წარმოადგენს აცეტილქოლინესთარაზას (აცეტილქოლინის
დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორს, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას,
აუმჯობესებს მეხსიერებას და დასწავლის პროცესს.

a–გლიცერილფოსფორილქოლინი (გფც) – ნეირომედიატორი აცეტილქოლინის
პრეკურსორი, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში, აუმჯობესებს
ნერვ- კუნთოვან გადაცემას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლის და
მეხსიერების გაუმჯობესების პროცესში

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 -2 კაფსულა დღეში
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას
გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ,
ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

უკუჩვენება: კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი კომპანია: RIOJA NATURE PHARMA
შემომტანი: შპს „კორდექსი“

Scroll to Top